ჯინა ლოლობრიჯიდა – „ეპიზოდი”
1961 წლის ივლისში მოსკოვში გაიმართა მეორე საერთაშორისო კინოფესტივალი. აღნიშნულ მოვლენამდე სულ რაღაც სამიოდე თვით ადრე, საბჭოთა კოსმონავტმა – იური გაგარინმა პირველმა დალაშქრა კოსმოსური სივრცე, რის გამოც მისი პოპულარობა განუზომლად მაღალი იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. (ავტორი გენია.ჯი) კინოფესტივალის ფარგლებში საბჭოეთის დედაქალაქს უმშვენიერესი იტალიელი მსახიობი ქალი – ჯინა ლოლობრიჯიდაც ესტუმრა. „როდესაც მოსკოვში ჩავედი, ფესტივალის ორგანიზატორებმა მკითხეს, ვისთან ვისურვებდი შეხვედრას. მე მათ ვთხოვე, ჩემთვის იური გაგარინი გაეცნოთ. მის ღიმილსა და ოდნავ შეცბუნებულ გამოხედვაზე ხომ იმ პერიოდში ჩვენი პლანეტის ყველა ქალი იყო შეყვარებული. გამონაკლისს არც მე წარმოვადგენდი. ერთხელ, მოსკოვის ღამის ქუჩებში სეირნობის დროს, იურიმ თავისი ფოტო მაჩუქა, რომლის უკანა მხარეზეც ასეთი რამ დააწერა: „ჩემს ცხოვრებაში უამრავი ვარსკვლავი მინახავს ზეცაზე, მაგრამ ისეთი, როგორიც თქვენა ხართ – არასოდეს!” მე დღემდე სათუთად ვინახავ და ვუფრთხილდები მის მიერ ნაჩუქარ ავტოგრაფიან ფოტოს, რომელსაც დრო და დრო – კოცნით ვავსებ”. – ასე იგონებდა მოვიანებით პირველ საბჭოთა კოსმონავტთან – იური გაგარინთან შეხვედრას ლეგენდად ქცეული იტალიელი მსახიობი ქალი. – (ავტორი გენია.ჯი)