სტივენ კინგი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერლისა და სცენარების ავტორის – ედვინ სტივენ კინგის ცხოვრებაში იყო ისეთი ურთულესი პერიოდი, როდესაც უკიდურეს სიდუხჭირეში ჩავარდნილს, თავის ოჯახთან ერთად სატვირთო ტრეილერში (ავტომისაბმელში) მოუხდა ცხოვრება. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ ლიტერატორს ოჯახი როგორმე გამოეკვება, იგი რამდენიმე სამსახურით დაკავდა. მათ შორის მუშაობდა სამრეცხაოში და ისიც ღამის ცვლაში. სწორედ იქ მუშაობის პერიოდში დაწერა სტივენმა თავისი ერთ-ერთი შესანიშნავი ლიტერატურული ქმნილება – „ღამის ცვლა”. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ პირველი ნაწარმოები მან 13 წლის ასაკში შექმნა, რომელიც არ გამოქვეყნებულა. როგორც თავად კინგი ამბობს, მას საცხოვრებლად ქცეული სატვირთო ტრეილერის ერთ-ერთ კედელზე დაჭედებული ჰქონია პატარა ლურსმანი, რომელზედაც ყოველ ჯერზე ჰკიდებდა ამა თუ იმ საგამომცემლო სახლებიდან მიღებულ უარის შემცველ ფურცლებს. რამდენიმე ხანში ლურსმანი იმდენად დატვირთულა ფურცლებით, რომ სიმძიმისათვის ვერ გაუძლია და ძირს ჩამოვარდნილა. შედეგად სტივენს პატარა ლურსმანი გაცილებით დიდი ლუსმნით ჩაუნაცვლებია.
მას შემდეგ, რაც სტივენი პოპულარული მწერალი გახდა და ფინანსურადაც წელში გაიმართა, ლიტერატორს სახლში ესტუმრა მისთვის უცნობი მამაკაცი. იგი კინგს გაეცნო როგორც ერთ-ერთი საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელი. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ედვინისათვის უცნობი მამაკაცი აღმოჩნდა სწორედ ის გამომცემელი, ვინაც 13 წლის ასაკში უარი განუცხადა მას თავისი პირველი ნაწარმოების გამოქვეყნებაზე. რედაქტორმა სტივენს მოუბოდიშა ოდესღაც მის მიმართ გამოჩენილი გულგრილობის გამო და სახელოვან მწერალს მოწიწებით სთხოვა ავტოგრაფის მიცემა. – (ავტორი გენია.ჯი)