„წითელი პარასკევი” – (ეპიზოდი)
ვნების კვირის ერთ-ერთ უმძიმეს, პარასკევ დღეს, რომელსაც მთელი ქრისტიანული სამყარო – „წითელ პარასკევად” მოიხსენიებს, კათოლიკური სამყაროს ეპიცენტრში, ვატიკანში განთავსებულ წმინდა პეტრეს დიდებულ ტაძარში მთელი დღისა და ღამის განმავლობაში აღევლინება ღვთისმსახურება, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს – „ქრისტეს ვნებანის” სახელწოდებით ცნობილი ღვთისმსახურება. (ავტორი გენია.ჯი) ქრისტეს ჯვარცმის აღსანიშნავად აღვლენილი ღვთისმსახურება იწყება იმით, რომ წითელი ანაფორით მოსილი რომის პაპი იატაკზე წვება სახით ძირს და სრულ სიჩუმეში მდუმარედ აღავლენს ლოცვებს. ამ დროს მის უკან მუხლებზე დგებიან სასულიერო პირები, რომლებიც პონტიფიკოსის მსგავსად, მდუმარედ აღავლენენ ლოცვებს. რამდენიმეხნიანი მდუმარე ლოცვის შემდგომ, კათოლიკური ეკლესიის უმთვარეს ტაძარში ხმამაღლა ცხადდება „დიდი პარასკევის” უმძიმესი დღისადმი მიძღვნილი ლოცვის დაწყება. – (ავტორი გენია.ჯი)