ალფრედ ჰიჩკოკი – „ეპიზოდი”
„საშინელებათა ჟანრის მეფედ” წოდებული ბრიტანული წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი – სერ ალფრედ ჯოზეფ ჰიჩკოკი (1899-1980 წლები), ერთობ უჩვეულო თვისებებით გამორჩეული პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) ამის ერთ-ერთი დასტური გახლდათ ისიც, რომ სწორედ ჰიჩკოკი გახლდათ ის პირველი ამერიკელი კინორეჟისორი, რომელმაც გაბედა და თავის ფილმებში საპირფარეშოს ერთ-ერთი უცილობელი ატრიბუტი – „უნიტაზი” მოახვედრა კინოობიექტივში. მანამდე ასეთი სითამამე არც ერთ ამერიკელ კინორეჟისორს არ გამოუჩენია, რადგან ამერიკულ კინოსამყაროში ზემოაღნიშნული ატრიბუტის გადაღება და შემდგომ ფართო საზოგადოებისათვის მისი ჩვენება, დიდ უხამსობად მიიჩნეოდა.
ჰიჩკოკის სხვა უამრავ უცნაურ ჩვეულებათაგან გამოვყოფ ერთ მათგანს. ასე მაგალითად: ყოველ ჯერზე, როგორც კი ალფრედი გადასაღებ მოედანზე ჩაის სმას მორჩებოდა, ჭიქას, რომლითაც მან ეს ღვთიური სასმელი მიირთვა, ხელის ერთი მოძრაობით მხრის უკან მოისვრიდა ხოლმე. ამ დროს იგი არად დაგიდევდათ იდგა თუ არა ვინმე მის უკან, ან გატყდებოდა თუ არა ჭიქა. – (ავტორი გენია.ჯი)