„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„მოწიფულმა ადამიანმა, ვიდრე რამეში ჩაერეოდეს, ჯერ უნდა მოიფიქროს, სადამდე შეტოპავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ ქვეყნად ის კი არ არის მთავარი, თუ როგორ შეუდგები საქმეს, თამამად თუ გაუბედავად, არამედ ბოლოს რა გამოვა აქედან, რითი დამთავრდება ყოველივე”.
* * *
„გაცილებით მნიშვნელოვანია და გონივრული, მდიდარი იყო, ვიდრე მდიდრად მიაჩნდეთ”.
* * *
„ყველამ თვითონ უკეთ იცის, რაცა სურს და რაც ევალება”.
* * *
„სხვათა გრძნობებით თამაში არ ეგების!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არც თუ ისე სასიამოვნოა, როდესაც „საკვირველსა” და „უცნაურს” გიწოდებენ”.
* * *
„საკუთარ თავს ყველაზე უკეთ იცნობ ადამიანი…”
* * *
„ადამიანი მაშინაც კი თვრება, როდესაც მის პატივმოყვარეობას საზრდო ეძლევა, მაშინაც ბრუვდება, როდესაც მადლიერნი არიან მისი და თავბრუ ეხვევა, როდესაც ნაზად ექცევიან”.
* * *
„ვინც თუნდაც ერთ ადამიანს დახმარებია, მას ამაოდ არ უცხოვრია ამ ქვეყნად”.
* * *
„ადამიანის გაბედნიერება არასოდეს არ შეიძლება დანაშაული ან უსამართლობა იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)