ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ფრანგი ტიტანი – ვიქტორ-მარი ჰიუგო (1802-1885 წლები) გემრიელი კერძების განსაკუთრებულად მოყვარული ლიტერატორი იყო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ მხრივ იგი ნამდვილი გურმანი გახლდათ. მისი უზომო გატაცება კვების მხრივ, საყოველაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რის გამოც ჰიუგოს მიმართ ფართოდ იქნა დამკვიდრებული ერთი ფრიად მოსწრებული მაქსიმა – „საბუნებისმეტყველო მეცნიერება სამ უდიდეს კუჭს იცნობს ამქვეყნად: იხვებს, ზვიგენებსა და ჰიუგოსო”. ამიტომაც მიიჩნევენ ვიქტორის ბიოგრაფები ბუნებრივ კანონზომიერებად, გენიალური ფრანგი მწერლის ერთ-ერთი შვილიშვილის – ფლორიან ჰიუგოს პროფესიონალ შეფ-მზარეულად ჩამოყალიბებას. – (ავტორი გენია.ჯი)