ცხენების სასაფლაო მონღოლეთში
მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობელისა და მხედართმთავრის – ჩინგიზ-ყაენის სამშობლოში – მონღოლეთში, ცხენების მიმართ იმთავითვე განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნდათ ადგილობრივებს. (ავტორი გენია.ჯი) ეს კენტჩლიქოსანი ცხოველები მონღოლების ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ ოდითგანვე, რაც თანამედროვე ეპოქაშიც ძველებურადვე შენარჩუნდა. ის, რომ ცხენს უდიდეს პატივს მიაგებდნენ და მიაგებენ აღნიშნულ ქვეყანაში, მონღოლეთში განთავსებული „ცხენების სასაფლაოების” უნიკალური კომპექსებიც კარგად მოწმობენ. ასეთი სახის სასაფლაოებზე ცხენების დამარხვა ნებისმიერ მონღოლს შეუძლია. თუმცა უნდა შევნიშნოთ, რომ იქ მეპატრონეს თავისი მკვდარი ცხენის მხოლოდ ერთი ნაწილის – თავის დამარხვის უფლება აქვთ და არა მთელი სხეულისა. გარდა ამისა, „ცხენების სასაფლაოზე” მონღოლებს საშუალება აქვთ ძეგლიც კი დაუდგან მათ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათმა ცხენმა რაიმე ქმედებით გაითქვა სახელი. – (ავტორი გენია.ჯი)