მიქელანჯელო ბუონაროტი – „ეპიზოდი”
იტალიური რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მოქანდაკისა და მხატვრის - მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564 წლები) ბიოგრაფების მტკიცებით, უკვდავი შედევრების ავტორს ერთობ გაუნათლებელი, წერა-კითხვის უცოდინარი მოსამსახურე ჰყოლია. (ავტორი გენია.ჯი) გენიალური იტალიელი ხელოვანის მსახურის სახელი და გვარი გახლდათ – ანტონიო ფრანსეზე. ცნობისათვის, ანტონიო იყო ის ერთ-ერთი ადამიანი, ვინაც დანიელე და ვოლტერასთან, ფედერიკო დონატისთან, დიომედე ლეონესთან, ჯერარდო ფიდესილიმისთან და ტომაზო კავალიერისთან ერთად, საკუთარი თვალით იხილა მიქელანჯელოს აღსასრული.
თავის უვიც მსახურს ბუონაროტი ხშირად გზავნიდა ხოლმე ბაზარში ამა თუ იმ პროდუქტის შესაძენად. ასეთ შემთხვევაში, თავისი სიძუნწით ცნობილი მიქელანჯელო ყოველთვის წერდა ფურცელზე იმ პროდუქტების დასახელებას, რომლებიც უნდა ეყიდა ბაზარში მის ყოვლად გაუნათლებელ მსახურს. გარდა ამისა, ხელოვანი იქვე უთითებდა რაოდენობასაც. თუმცა, რადგანაც მისმა მოსამსახურემ წერა-კითხვა არ იცოდა, ბუონაროტი იძულებული ხდებოდა, თითოეული შესაძენი პროდუქტის დასახელების გასწვრივ დიდი გულმოდგინებით დაეხატა მათი – ილუსტრაციები. როგორც ირკვევა, დიდი იტალიელი ხელოვანი ყველაზე ხშირად მაინც – ღვინოს, თევზისა და პურის შეყიდვას ანიჭებდა უპირატესობას. – (ავტორი გენია.ჯი)
მიქელანჯელოს მიერ შედგენილი პროდუქტების ნუსხა