გარი კასპაროვი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე მე-13 მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში – გარი კასპაროვი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი რუსეთის „მარადიულ მეფედ” წოდებული პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიმართ, 2005 წლის 16 აპრილს შეხვედრას მართავდა ერთ-ერთი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. (ავტორი გენია.ჯი) შეხვედრის დასრულებისთანავე მასთან ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. უცნობმა, რომელსაც ხელში ჭადრაკის დაფა ეჭირა, მსოფლიოს ექს-ჩემპიონს ჭადრაკის დაფაზევე სთოხა ავტოგრაფის გაკეთება. კასპაროვმა უცნობი ახალგაზრდის თხოვნა დიდსულოვნად დააკმაყოფილა და ის იყო წასასვლელად მოემზადა, რომ მოულოდნელად, ზურგიდან ძლიერი დარტყმა მიიღო თავის არეში. დარტყმის ავტორი სწორედ ის უცნობი იყო, ვისაც რამდენიმე წამის წინ მოჭადრაკემ ავტოგრაფი მისცა. კასპაროვი თავისივე ავტოგრაფიანი საჭადრაკო დაფის მსხვერპლი შეიქნა (როგორც შემდგომში გაირკვა, ამ უჩვეულო თავდასხმის ორგანიზატორი, პუტინის მხარდამჭერი იორგანიზაცია – „ნაში” იყო). მოგვიანებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ, გარიმ მრავლისმეტყველად გაიხუმრა – „კიდევ კარგი, რომ რუსეთში ჭადრაკი უფრო პოპულარულია, ვიდრე ბეისბოლიო”, რაზეც მისი ოპონენტების მხრიდან არანაკლებ მრავლისმეტყველური პასუხი მიიღო – „კასპაროვს ძალიან გაუმართლა, რომ რუსეთში ლათინური ამერიკის მსგავსად არ არის პოპულარული ალპინიზმი, თორემ მასაც იგივე ბედი ხვდებოდა წილად, რაც ლევ ტროცკისო (ცნობილია, რომ ტროცკი მოკლული იქნა მექსიკაში – „ყინულის ცულის” თავში დარტყმის შედეგად). – (ავტორი გენია.ჯი)