ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი – „ეპიზოდი”

სახელგანთქმული ამერიკელი მწერლის – ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის (1890-1937 წლები), რომლის სახელთანაც ასოცირდება საყოველთაოდ ცნობილი მისტიკური პერსონაჟის – ქთულჰუს შექმნა, მშობლებმა სიცოცხლე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაასრულეს. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბავშვობისა და სიყმაწვილის წლები ტრაგიკული მოვლენებით იყო აღსავსე, რამაც საშინელებათა ჟანრის მომავალი მწერლის ფსიქიკასა და შემდგომ ცხოვრებაზე მეტად უარყოფითი კვალი დატოვა. ვურდენკინდი ჰაუარდი სულ რაღაც ორიოდე წლის იყო, როდესაც მამამისი – უინფილდ სკოტ ლავკრაფტი ფსიქოზის დიაგნოზით ბატლერის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთწლიანმა მკურნალობის კურსმა შედეგი ვერ გამოიღო და მან აღსასრული იქ ჰპოვა. თუმცა ლავკრაფტის ტრაგიკული ბავშვობის ისტორიას დასასრული აქ არ ეწერა: ღრმა დეპრესიის დიაგნოზით, რამდენიმე წელიწადში იმავე საავადმყოფოში, სადაც უინფილდმა ჰპოვა თავისი აღსასრული, გადაყვანილი იქნა ჰაუარდის დედაც. სამწუხაროდ, მეუღლის მსგავსად, სარა სიუზენ ფილიპს-ლავკრაფტსაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოუხდა თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეების გატარება…

ბედის საშინელმა ტრიალმა და თავს დატეხილმა დიდმა ტრაგედიებმა, უინფილდისა და სარას ერთადერთი ვაჟი თითქმის შეშლილობამდე მიიყვანა. მას მთელი ცხოვრება საშინელი სიზმრები ტანჯავდა, რის გამოც დაძინებისაც კი ეშინოდა. სწორედ მისი უარყოფითი ფსიქიკური მდგომარეობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მწერალს საშუალო სკოლის დასრულება არ დასცალდა (ხშირად ემართებოდა ნერვული შეტევები). ჰქონდა თვითმკვლელობის ჩადენისადმი მისწრაფებაც. ამას თან ერთვოდა თირკმელებსა და ნაწლავებზე წარმოქმნილი პრობლემებიც. და მიუხედავად ყოველივე ამისა, მშობლებისაგან განსხვავებით, ედგარ ალან პოს შემოქმედების მოტრფიალე ჰაურდმა წარმატებით დასძლია დეპრესია და შედარებით ნორმალური ცხოვრების წესით განაგრძო არსებობა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მან წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ლიტერატურაში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>