პიერ დანინოსის რომანიდან – “მავანი ბატონი ბლო”
“სადილის დროს ქვეყანა ჰარმონიული ადამიანებით სავსე მეჩვენება, რომელთაც უზადო მორალი, შეუცდომელი მსჯელობა, ნათელი გონება, აბსოლუტური უანგარობა, შემოქმედებითი გენია და სრული პატიოსნება ახასიათებთ. ისინი ბრიყვების, გიჟების, კარიერისტების ,პატივმოყვარეების, მეგალომანების, ზარმაცების, შფოთისთავების, განგსტერებისა და უქნარების გარემოცვაში ცხოვრობენ და მთელს თავის დროს იმას ანდომებენ, რომ ზოგის მომეტებული მადა ზომიერებამდე დაიყვანონ, სხვები სწორ გზაზე დააყენონ, ვიღაცას ჭკუა ასწავლონ, მავანს ბოროტ განზრახვაზე ხელი ააღებინონ, აგვარიდონ გარდუვალი კატასტროფები, ყველგან წესრიგი დაამყარონ. თქვან, რაც საჭიროა, მაშინ, როცა ეს საჭიროა. შუადღეზე ორი საათით გაჩენილმა სუფრის ამ გენიოსებმა იციან, როგორ ჩამოაყალიბონ საჭირო აზრი, გასცენ მოსწრებული პასუხი და სათანადო კაცის გამონახვაც შეუძლიათ. ნეტავ რა ეშველებოდა დედამიწას, ისინი რომ არ აბრუნებდნენ მას. ერთი სიტყვით ისინი კაცობრიობის “მონაპოვრები” არიან და მოკლედ რომ ვთქვა – გაუმარჯოთ მათ!” (ავტორი გენია.ჯი)