შტეფან ცვაიგი წერდა…
„რასაც არ უნდა ვიქმოდეთ, უპირატესად პატივმოყვარეობა გვამოძრავებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველას ვერ უშველი ადამიანი”.
* * *
„ჩვენ ვიცით, თუ სინამდვილეში რა მცირე დახმარების აღმოჩენას ვახერხებთ: აბა, მარტოკა რას გააწყობ ურიცხვ ყოველდღიურ უბედურებასთან!”
* * *
„ერთხელ და სამუდამოდ იცოდეთ – სიბრალული არა მჭირდება!”
* * *
„არასოდეს მივეკუთვნებოდი იმათ რიცხვს, ვინც აღტაცებულია საკუთარი თავით, დიდი წარმოდგენისაა თავის თავზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმას რა სჯობია, როდესაც სხვას ეხმარები. განა ეს ერთადერთი რამ არ არის, რასაც ჭეშმარიტად ფასი აქვს და ფასდება კიდეც?”
* * *
„საჩუქრებითა და ლაქუცით ჩემი ყიდვა არ შეიძლება”.
* * *
„მხოლოდ ერთი რამ მძულს, მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვიტან: თავის მოკატუნებას, სიცრუესა და სიყალბეს, – ყელში მაქვს ამოსული!”
* * *
„ნამდვილად არ მინდა საათს ვუყურო და ყოველ წუთს ვხედავდე დროის ულმობელ სრბოლას”.
* * *
„ჯანდაბას! ყველაფერი ჯანდაბას! როგორმე უნდა წავიდე აქედან. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა წავიდე! სადმე ისეთ ადგილას, სადაც არავინ მიცნობს, სადაც ყველაფრისგან და ყველასაგან თავისუფალი ვიქნები! უნდა წავიდე, რადაც არ უნდა დამიჯდეს. უნდა წავიდე. გავიქცე. გადავიკარგო! არავის ნახვა არა მსურს. არც არავინ მინდა მაღმერთებდეს და არც არავინ მამცირებდეს! უნდა წავიდე, როგორმე უნდა წავიდე!” – (აკი წავიდა კიდეც – ავტორი გენია.ჯი)