ჯორჯ ვაშინგტონი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეულ პრეზიდენტს - ჯორჯ ვაშინგტონს (1732-1799 წლები) საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, იგი თავის ექსცენტრიულ მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ვირჯინიის შტატში განთავსებულ მაუნტ-ვერნონის დასახლებაში გადავიდა. (ავტორი გენია.ჯი) ვაშინგტონს, რომელსაც მაუნტ-ვერნონში უზარმაზარი პლანტაციები გააჩნდა, სურდა, რომ ხანდაზმულობის ჟამს პოლიტიკისაგან თავი შორს დაეჭირა, მყუდრო გარემო შეექმნა და მეურნეობით დაკავებულიყო. მიუხედავად მისი სურვილისა, აშშ-ის პირველი პრეზიდენტის საცხოვრებელი ადგილი ჟურნალისტებისათვის მაინც მალე გახდა ცნობილი და მათაც, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ვაშინგტონს თავი მოაბეზრეს ინტერვიუების აღების თხოვნით. რამდენიმე ხანში, აბეზარი ჟურნალისტებისაგან შეწუხებულმა ლეგენდარულმა პოლიტიკოსმა ერთობ უჩვეულო გამოსავალს მიაგნო: მისი უშუალო ინიციატივით, მაუნტ-ვერნონის დასახლების ირგვლივ განთავსებული იქნა არასწორი მიმართულებებისა და არასწორი დასახელებების მქონე საგზაო ნიშნები, რათა შემთხვევით მგზავრებსა და მისთვის არასასურველ სტუმრებს (ჟურნალისტებს) თავგზა არეოდათ და მისი საცხოვრებლისათვის ვერ მიეგნოთ. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯ ვაშინგტონის საცხოვრებელი სახლი მაუნტ-ვერნონის მამულში