ნიკოლოზ ნეკრასოვი – „ეპიზოდი”

„თვალთმაქცი”. – ასე მოიხსენიებდნენ რუსული ლიტერატურის კლასიკოსს - ნიკოლოზ ნეკრასოვს (1821-1877 წლები) მისი თანამედროვეები. აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილი რუსი პოეტი, მიუხედავად თავისი პესიმისტური ბუნებისა, დროსტარებისა და გართობის დიდად მოყვარული პიროვნება იყო. თუმცა ამ თვისებებმა მას ვერც ბედნიერება და, მითუმეტეს, ვერც სულიერი სიმშვიდე ვერ შესძინეს. (ავტორი გენია.ჯი) იგი ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს, რასაც ყოველთვის ჩხუბი და გინება ახლდა თან. ასეთი უხიაგი ხასიათისა და უღირსი საქციელის გამო, იგი ხშირად იყო ჩართული კონფლიქტში არა მხოლოდ მისთვის უცნობ ადამიანებთან, არამედ ნაცნობებთანაც კი. ის კი არა და, ნეკრასოვმა თავის მეგობარს, ცნობილ რუს მწერალს – ივანე პანაევს, გაგიკვირდებათ და – ცოლიც კი წაჰგვარა! (პანაევის ყოფილ ცოლთან – ავდოთია ბრიანსკაიასთან მან მოგვიანებით ოფიციალური ქორწინების აქტი გააფორმა). ნიკოლოზის მიერ ჩადენილმა უკიდურესად ამორალურმა ქმედებამ საზოგადოებაში იმთავითვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შედეგად, ლიტერატორს ავდოთიას სიყვარულმა სიხარულზე მეტი ტკივილი მოუტანა. ამიტომაც აქცია ნეკრასოვს დროთა განმავლობაში ზურგი ყველამ. – (ავტორი გენია.ჯი)

ავდოთია ბრიანსკაია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>