იცით თუ არა, რომ?!
1. აცტეკების იმპერიის ლეგენდად ქცეული დედაქალაქი – ტენოჩტიტლანი, რომელიც 1521 წელს გაანადგურა ესპანელმა კონკისკადორებმა, იმ პერიოდის „ცივილიზებული” ევროპის ქალაქებისაგან განსხვავებით, იდეალური სისუფთავით გამორჩეული ქალაქი იყო. მის ქუჩებს ყოველდღიურად საგულდაგულოდ ასუფთავებდა ასეულობით მეეზოვე. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ბაროკოს ეპოქაში მოღვაწე დიდი გერმანელი კომპოზიტორის – გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის დაბადების დღეს, მუსიკოსის მამა – გეორგ ჰენდელი – 63 წლის ასაკში იმყოფებოდა.
* * *
3. მსოფლიოში პირველმა, ძველბერძნულმა დემოკრატიამ სულ რაღაც – 185 წელიწადის განმავლობაში იარსება.
* * *
4. საყოველთაოდ ცნობილი რომანის – „მადამ ბოვარი”-ს ფრანგი ავტორი – გუსტავ ფლობერი, ეპილეფსიით იყო დაავადებული, რამაც მას სრულყოფილი საგანმანათლებლო კურსის გავლა არ დააცალა.
* * *
5. რომის ოდიოზი იმპერატორი – ნერონი, ახლომხედველი გახლდათ, რის გამოც მას ექიმებმა ურჩიეს, უმეტესწილად მწვანე ფერისათვის ედევნებინა თვალი. ამიტომაც დაიწყო მან მუდმივად მწვანე ტანისამოსის ტარება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გენიალურ ფრანგ მუსიკოსს – კლოდ დებიუსს ერთი უჩვეულო თვისება ახასიათებდა: იგი ხშირად გადიოდა სახლიდან ქუჩაში – სახლის ჩუსტებით, რითაც დიდად ანცვიფრებდა საზოგადოებას.
* * *
7. საიმპერატორო პინგვინების საშუალო სიმაღლე – 123 სანტიმეტრია, ხოლო წონა კი 22-დან 45 კილოგრამამდე მერყეობს. გარდა ამისა, მათი გადაადგილების საშუალო სიჩქარე – 3-დან 6 კილომეტრ-საათამდე მერყეობს.
* * *
8. XV-XVI საუკუნეეში მოღვაწე ინგლისისა და ირლანდიის მეფე – ჯეიმზ I სტიუარტი გახლდათ ის პირველი ადამიანი ისტორიაში, ვინაც თამბაქოს მავნებელი თვისებების შესახებ დაწერა ტრაქტატი.
* * *
9. პირველი მუსიკალური ნაწარმოები – სონატა სპეციალურად ფორტეპიანოსათვის, დაწერილი იქნა 1732 წელს გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორის – ლოდოვიკო ჯუსტინის მიერ.
* * *
10. ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეებში მოღვაწე გენიალურ ძველბერძენ ბუნებისმეტყველსა და ფილოსოფოს – თეოფრასტეს, დღემდე – „ბოტანიკის მამად” მოიხსენიებენ. – (ავტორი გენია.ჯი)