ლუციუს ანეუს სენეკა – „ეპიზოდი”

69 წლის ასაკში მყოფ გენიალურ ძველ რომაელ ფილსოფოსსა და სახელწმიფო მოღვაწეს - ლუციუს ანეუს სენეკას, თავისმა აღზრდილმა რომის სასტიკმა იმპერატორმა – ნერონმა, მის წინააღმდეგ წარმოებულ შეთქმულებაში დასდო ბრალი, რის გამოც თვითმკვლელობის ჩადენის მეთოდით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. (ავტორი გენია.ჯი) სენეკას სხვა გზა აღარ დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ოდიოზი მბრძანებლის განაჩენი საკუთარი ხელით აღესრულებინა. ამიტომაც იყო, რომ მან ძველ რომში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ხელებზე ვენები გადაიხსნა, მაგრამ, რადგანაც იგი უკვე ხანდაზმულ ასაკში იმყოფებოდა, სისხლისაგან ნელ-ნელა იწყო დაცლა. იმისათვის, რომ გენიალურ ფილოსოფოსს თავისი აღსასრული დაეჩქარებინა, ხელების მსგავსად, მან ფეხებზედაც გადაიხსნა ვენები. მიუხედავად ამისა, სენეკა კვლავაც ნელი-ნელ იცლებოდა სისხლისაგან, რაც მის ტანჯვა-წვალებას კიდევ უფრო გაუსაძლის ხდიდა. შედეგად, ვენებგადახსნილმა ფილოსოფოსმა საწამლავიც მიიღო. თუმცა ვერც ამ მეთოდმა დააჩქარა მისი აღსასრული სათანადოდ. მაშინ ვენებგადახსნილი და შხამმიღებული სენეკას მოთხოვნით, მომაკვდავი ფილოსოფოსი აბაზანაში გადაიყვანეს, სადაც აბაზანის ცხელ წყალში დალია სული. მასთან ერთად ვენების გადაჭრის გზით სუიციდის ჩადენა სცადა ლუციუსის ერთგულმა და ქმრის მოყვარულმა მეუღლე – პომპეია პაულინამაც. თუმცა, როგორც დიდი ძველ რომაელი ისტორიკოსი – ტაციტუსი გადმოგვცემს, ნერონს მისი სიკვდილი არ სურდა. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ სასიკვდილოდ განწირულ ქალს გადაჭრილი ვენები სათანადოდ დაუმუშავეს, შეუხვიეს და გადაარჩინეს. იმავე წყაროს ცნობით, მას შემდეგ, პაულინას თვითმკვლელობის ჩადენა აღარასოდეს აღარ უცდია.

ამბობენ, რომ სუიციდის ჩადენის მცდელობამ ქალი ძალიან დაასუსტა და ერთობ ფერმკრთალი გახადაო. მას ღირსეულად შეუნახავს მისთვის სათაყვანებელი ქმრის ხსოვნა და მიუხედავად თავისი მოწიფული ასაკისა (იგი სენეკაზე გაცილებით ახალგაზრდა, ორჯერ უმცროსი იყო), არასოდეს დაქორწინებულა მეორედო. ცნობილია ისიც, რომ პაულინა ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა სენეკას გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>