ნელ ჰარპერ ლი – „ეპიზოდი”

1966 წელს ვირჯინიის სკოლების საბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი, დიდი ამერიკელი მწერალი ქალის – ნელ ჰარპერ ლის (1926-2016 წლები) ერთ-ერთი საუკეთესო რომანის – „ნუ მოკლავ ჯაფარას” ყველა ეგზემპლარი – სკოლის ბიბლიოთეკებიდან ამოღებას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახლდათ ის, რომ საბჭომ ლის ნაწარმოები „ამორალურ” ლიტერატურულ ქმნილებად მიიჩნია. ყოველივე ეს მალე გახდა ცნობილი თავად ავტორისათვის, ვინაც რამდენიმე ხანში ამერიკულ გაზეთ – „The Richmond News Leader”-ში გამოაქვეყნა ვირჯინიის საბჭოს მიმართ კრიტიკითა და ცინიზმით გაჯერებული წერილი, რომელშიაც ვკითხულობთ: „ამას წინათ, ჩემამდე მოვიდა ხმები ვირჯინიის სკოლების გამგეობის საქმიანობის შესახებ, და  ის, რაც მე მოვისმინე, მასზე შემდეგს მაფიქრებინებს: საინტერესოა, საბჭოს წევრთაგან ერთმა მათგანმა მაინც თუ იცის სათანადოდ წერა-კითხვა?! ეს ჩინოვნიკები მაგონებენ ჯორჯ ორუელის ნაწარმოების „1984″-ის პერსონაჟ დიქტატორებს.

მცირე შემოწირულობა… რომელსაც, ახლა მე მათთვის გავიღებ, ვფიქრობ, რომ სასკოლო საბჭოს წვრებს დიდ დახმარებას გაუწევს პირველი კლასის დაწყებითი განათლების ჯეროვნად მიღებაში”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>