ხორხე მარიო ვარგას ლიოსა “ლიტერატურის” მნიშვნელობის შესახებ…
“მხატვრული აზროვნების გარეშე ნაკლებად გავაცნობიერებდით თავისუფლების მნიშვნელობას,აზრად არ მოგვივიდოდა,რომ ეს ცხოვრება უფრო ადამიანური გაგვეხადა და ჯოჯოხეთად არ გვექცია,ტირანიას,იდეოლოგიას ან რელიგიას ფეხით რომ არ გაეთელა.ლიტერატურა მშვენიერებას რომ გვაზიარებს და ოცნების სამყაროში გვამყოფებს,იმავდროულად სხვა საფრთხეებისგანაც გვიცავს.ჰოდა,ვისაც ამაში ეჭვი ეპარება,საკუთარ თავს ჰკითხოს: მაშ,რატომ აკონტროლებს ყველა რეჟიმი ადამიანის ნებისმიერ საქციელს დაბადებიდან კუბოს კარამდე,ასე ძალიან რატომ ეშინია მავანს და მავანს მისი ქმედებებისა,რომ დასათრგუნად ცენზურას აწესებს და უნდობლობით ეკიდება შემოქმედ მწერლებს.ცხადია,ასე იმიტომ იქცევიან,რომ იციან,თუ ადამიანების წარმოსახვა წიგნის ფურცლებზე გადავა,მაშინ ამბოხებული მკითხველი ცენზურას თავისუფლების მოთხოვნას დაუპირისპირებს. (ავტორი გენია.ჯი) ნაწარმოების ქარგას რომ თხზავს,მწერალი მკითხველში უნებლიეთ უნდობლობას იწვევს,რადგან ამ დროს იმის გაცხადება ხდება,თუ რა უსამართლოდაა მოწყობილი ეს ქვეყანა.მწერლის წარმოსახვითი სამყარო კი ამ დროს ბევრად უფრო მდიდარია,ვიდრე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება.თუ ეს მოსაზრება მკითხველის გონებაში ფესვებს გაიდგამს,მათ შენ ჭკუაზე ვეღარ მოაქცევ და ვეღარ დააჯერებ,თითქოს გისოსებს მიღმა,გამომძიებლებისა და ციხის ზედამხედველების გარემოცვაში,უკეთესი და უსაფრთხო ცხოვრება ელით”. (ავტორი გენია.ჯი)