ოგიუსტ როდენი – „ეპიზოდი”

თანამედროვე სკულპტურის ფუძემდებლად მიჩნეული გენიალური ფრანგი მოქანდაკის – ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენის (1840-1917 წლები) შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ქმნილება – „მოაზროვნე”, იმთავითვე უდიდესი კრიტიკის ქარცეცხლს შუა ქვეშ იქნა მკოქცეული. (ავტორი გენია.ჯი) ამ გასაოცრად კეთილშობილი კაცის შემქომედებისა და განსაკუთრებით მისი ქანდაკების – „მოაზროვნის” მიმართ, თავის უკიდურეს სიძულვილს არ მალავდა არა მხოლოდ სალვადორ დალი, არამედ სხვა ცნობილი ხელოვანებიც. „გორილა”. – ასე მოიხსენიებდა რიგი კრიტიკოსებისა როდენის „მოაზროვნე”-ს, რაც ქანდაკების ავტორს დიდად არ აღიზიანებდა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მშობლიური ხელოვნებისათვის დამაშვრალ როდენს მოთმინების ფიალა მაინც აევსო. „ჩემი რეპუტაცია შეილახა. მე იმაშიც კი მდებენ ბრალს, თითქოსდა ქანდაკებების შექმნის პროცესში არა მხოლოდ შიშველ მოდელებს, არამედ გვამებსაც ვიყენებ! საბედნიეროდ, მყავს მეგობრები, რომლებმაც ჩემს შესახებ ყველაფერი შესანიშნავად უწყიან და მხარსაც მიჭერენ. სამწლიანი სკანდალების შედეგად ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი ღირსება. თუმცა-კი უნდა ვაღიარო, რომ სწორედ სკანდალებმა გამიღო წარმატებისაკენ მიმავალი კარი!” – (ავტორი გენია.ჯი)

„მოაზროვნე”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>