შარლ გუნო – „ეპიზოდი”
ფრანგული ლირიკული საოპერო ჟანრის დიდი ფრანგი ფუძემდებლის - შარლ ფრანსუა გუნოს (1818-1893 წლები) უკვდავი შემოქმედების ერთ-ერთ უერთგულეს თაყვანისმცემელს წარმოადგენდა ისეთი გენიალური ფრანგი კომპოზიტორი, როგორიც გახლდათ საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ოპერის – „კარმენის” ავტორი – ჟორჟ ბიზე. (ავტორი გენია.ჯი) თავის დროზე, ბიზე სწორედ რომ გუნოს მოწაფეს წარმოადგენდა და შესაბამისად, მან ყველაზე უკეთ უწყოდა თავისი მასწავლებლის მუსიკალური შესაძლებლობების შესახებ. 1858 წელს მოლიერის პიესის მიხედვთი შარლმა დაწერა ოპერა – „უნებლიე ექიმი”, რომელმაც განსაკუთრებული აღაფრთოვანება გამოიწვია ბიზეში. იგი იმდენად მოხიბლული იყო გუნოს ახალი მუსიკალური ქმნილებით, რომ ამის აღნიშვნა დედისთვის გაგზავნილ წერილშიც კი მიიჩნია მიზანშეწონილად. „თუ კი მსოფლიომ ეს მუსიკალური ნაწარმოები სათანადოდ არ მიიღო და სათანადოდ არ დააფასა, დაე, ასეთ მსოფლიოს – ჯანდაბამდეც კი ჰქონია გზაო”. – წერდა ჟორჟ ბიზე დედას. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟორჟ ბიზე