ჯუზეპე ვერდი – „ეპიზოდი”
ერთხელ ხანდაზმულ ასაკში შესულ გენიალურ იტალიელ კომპოზიტორს – ფრანჩესკო ვერდის (1813-1901 წლები), მისთვის უცნობი „კუნთმაგარი” ახალგაზრდა მამაკაცი ეწვია. დამწყები მუსიკოსის თხოვნა იყო, სახელოვან მაესტროს მისი მუსიკალური შესაძლებლობების მასშტაბები სათანადოდ შეეფასებინა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვერდის წინაშე წარმდგარი ახალგაზრდა საოცარი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა, რამაც იმთავითვე მიიქცია ფრანჩესკოს ყურადღება. ფიზიკური ძალისაგან განხვავებით, მისი მუსიკალური მონაცემები არაფრით იყო გამორჩეული. ის კი არა და, იგი საშინლად უკრავდა ფორტეპიანოზე. მას შემდეგ, რაც მან ფორტეპიანოზე დაკვრა დაასრულა, კომპოზიტორს სთხოვა მაქსიმალურად სამართლიანი ვერდიქტი გამოეტანა მისთვის, რაზეც დიდმა მაესტრომ უპასუხა, რომ ამას იგი ვერაფრის დიდებით ვერ გააკეთებდა. ვერდის პასუხმა ახალგაზრდა ძლიერ გააკვირვა. ამიტომაც ჰკითხა გაოცებულმა: „ – რატომ?” – „ – იმიტომ, რომ მეშინიაო!” – მრავლისმეტყველად გაეხუმრა ვერდი. – (ავტორი გენია.ჯი)