„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„კაცს საქციელი შეარცხვენს და არა სახრჩობელა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგი ისეთია, საკუთარ სულსაც კი გაჰყიდის მუშტარი რომ ეშოვნა!”

* * *

„რა მშვენიერია მოწმენდილი, ათასფრად მოციმციმე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა! მშვენიერია მისი თვალუწვდენელი სივრცე, რომელშიც, რაც მეტს დააცქერდები, უფრო მეტსა და მეტს ვარსკვლავს იპოვი და უფრო მეტად იგრძნობ ადამიანის გონების სისუსტეს და ბუნების ძლიერებას და სიდიადეს. ამის შემხედვარე კაცი შენდა უნებურად დიდებას მიუძღვნი ყოვლად წმინდას… დიახ, ნამდვილი საყდარი, ნამდვილი საკურთხეველი ღვთისა, სწორედ რომ მოკაშკაშე მთვარიანი ღამე ყოფილა”.

* * *

„მოჰკლეს, რადგან ვერ გარყვნეს!” – (ეს წარწერა გილიოტინაზე სიკვდილით დასჯილი „ხალხის მეგობრად” წოდებული ცნობილი ფრანგი რევოლუციონერის – მარატის პორტრეტის ქვედა ნაწილში გააკეთა გენიალურმა ფრანგმა მხატვარმა – ჟაკ-ლუი დავიდმა).

* * *

„ერთი აბა ყველაფერს როგორ გასწვდეს?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„განა ადამიანი იქნება, რომ სიყვარულის სიტკბოება არ ეგემოს!

* * *

„უძლეველია ხალხი, როდესაც თავის თავს იცავს”.

* * *

„ძნელია ბუნებრივი მიდრეკილებების დაძლევა”.

* * *

„ჭეშმარიტი სიყვარული სამშობლო ქვეყნისა ხალხშია”.

* * *

„ქვეყანა მშვენიერია და კაცმა გული არ უნდა გაიტეხოს!” – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>