ზარმაცას „დედობრივი ინსტიქტი”
არასრულკბილიანების რიგის გასაოცარი ძუძუმროვარა ცხოველი - ზარმაცა, რომელიც დედამიწაზე მობინადრე ყველა ცოცხალ არსებათა შორის ნელად მოძრავ ქმნილებას წარმოადგენს, თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ხეებზე ატარებს. ხეზე ყოფნის ჟამს იგი გადაადგილდება 3 მეტრ-წუთი სიჩქარით, ხოლო მიწაზე ყოფნის ჟამს კი – 1,5 მეტრ-წუთი სიჩქარით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, სამხრეთ ამერიკისა და ცენტრალური ამერიკის კონტინენტზე გავრცელებულ ზარმაცას დღე-ღამეში საშუალოდ 20 საათის განმავლობაში ძალუძს ძილი. ცნობილია ისიც, რომ ხიდან მიწაზე კვირაში ერთხელ, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ჩამოდის, რადგან საშინლად უფრთხის ხმელეთზე მობინადრე მტაცებელ ცხოველებს. საფრთხეს იგი მით უფრო კარგად ათვითცნობიერებს, როდესაც იცის, რომ ძალიან ნელა ახერხებს გადაადგილებას და მითუმეტესს – მიწაზე გადაადგილებას.
თავის ნაშიერს მდედრი ზარმაცა თავისივე სხეულით ატარებს. არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც მდედრს თავისი ნაშიერი სხეულიდან წყდება. მიწაზე დაცემისაგან მიღებული ტრამვებით ზარმაცას ნაშიერი იშვიათად კვდება ხოლმე. მაგრამ კვდება სხვა მიზეზის გამო. ასეთ შემთხვევაში მდედრი, თუკი მას ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ სურს, ხმელეთზე არას დიდებით არ ჩადის, რითაც ფაქტობრივად, მტაცებლების ლუკმად და შესაბამისად, სასიკვდილოდ სწირავს მას. დედას იმდენად აქვს ძვალსა და რბილში გამჯდარი მტაცებელთა მხრიდან თავდასხმის შიში, რომ რომ მას არ სურს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იხსნას თავისი პატარა.
აი, ასეთი დედობრივი ინსტიქტით არის „დაჯილდოვებული” – ზარმაცა! – (ავტორი გენია.ჯი)