იცით თუ არა, რომ?!
1. პირველი წიგნი (ლიტერატურული ნაწარმოები), რომელიც გერმანელმა ნაცისტებმა ბერლინის ცენტრალურ მოედანზე საჯაროდ გაჩაღებულ კოცონზე დაწვეს, გენიალური გერმანელი ლიტერატორის – ჰაინრიხ ჰაინეს მიერ 1823 წელს გამოქვეყნებული პიესა (ტრაგედია) – „ალმანზორი” იყო. სწორედ აღნიშნულ პიესაში გახლდათ მოყვანილი დღეისათვის საყოველთაოდ ცნონილი ფრაზა: „იქ, სადაც წიგნებს წვავენ, ბოლოს და ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ისტორიაში პირველი ფულადი გადარიცხვა (გზავნილი) განხორციელებული იქნა დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის – „Wester Union”-ის მიერ ტელეგრაფის გამოყენების საშუალებით – 1872 წელს.
* * *
3. „თანამედროვე კომპიუტერის ბაბუად” წოდებულმა დიდმა ინგლისელმა მეცნიერმა – ალან მეთისონ ტიურინგმა პირველი – „გამომთვლელი მანქანა” 25 წლის ასაკში შექმნა.
* * *
4. 1939 წელს გერმანიის ნაცისტური ხელისფლების მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დამკვიდრებული იქნა პროგრამა, სახელწოდებით – „ევთანაზაია”, რომლის ფარგლებშიაც გააანადგურეს 80 000-დან 100 000-მდე უნარშეზღუდული გერმანელი. მათ შორის გონებრივად ჩამორჩენილი მოქალაქეებიც.
* * *
5. პოპულარული სპირტიანი სასმელის – ჯინის სამშობლოდ – ნიდერლანდებია მიჩნეული. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება და ამიტომაც იყიდებოდა XVI საუკუნის დასასრულამდე იგი მხოლოდ აფთიაქებში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საკვირველია, თუმცა დადასტურებული ფაქტია, რომ პეპლებს მიწისძვრის დროს ფრენა არ შეუძლიათ.
* * *
7. დედამიწაზე – 600-ზე მეტი სახეობის ფორთოხალია გავრცელებული.
* * *
8. პირველი ქვეყანა, რომელმაც ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში ბადრიჯნის კულტურის მასობრივ მოშენებას მიჰყო ხელი – ჩინეთია.
* * *
9. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიას ყოველწლიურად საშუალოდ – 800 ტორნადო ატყდება თავს.
* * *
10. ლომს ადამიანის მხედველობაზე 7-ჯერ უკეთესი მხედველობა გააჩნია. ამიტომაც ანიჭებენ უპირატესობას ისინი ნადირობას ხშირ შემთხვევაში ღამით. – (ავტორი გენია.ჯი)