გი დე მოპასანი წერდა…
„რაც უფრო განათლებულნი ვართ, რაც უფრო განვითარებული გემოვნებისანი ვხდებით, მით უფრო გვჭირია ვძლიოთ და ავლაგმოთ ხოლმე ჩვენში ჩაბუდებული პირუტყვული ინსტიქტი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემი ხვედრი – საშინელი მარტოობაა, ვუყურებ საგნებს და ჩემს აზრს მათ შესახებ თავის დღეში არ გამოვთქვამ. რა მესაქმება კაცთა შეხედულებებთან, მათ ყაყანთან, სიამოვნებასა და რწმენასთან. რაკი არ ძალმიძს ვისმე რამე გავუზიარო, ყველაფერს გულგრილად ვუყურებ, უხილავი ჩემი აზრი გამოუკვლევი რჩება. ყოველდღიური შეკითხვების საპასუხოდ მე წინდაწინვე მზად მაქვს გაცვეთილი ფრაზები და ღიმილი, რომელიც „ჰო”-ს ამბობს მაშინ, როცა არ მინდა თავი შევიწუხო პასუხის გასაცემად”.
* * *
„ერთ საიდუმლოებას ჩავწვდი მხოლოდ: ჩვენი არსებობის უდიდესი დარდი და წუხილი ის არის, რომ ჩვენ დაუსრულებლად მარტონი ვართ, და ყოველი ჩვენი ცდა, ყოველი ჩვენი მოქმედება იმისკენაა მიმართული, რომ როგორმე თავი დავაღწიოთ ამ მარტოობას”.
* * *
„ბედი ზოგჯერ ხელათ მოევლინება კაცს”.
* * *
„რას ვიზამთ, ყოველივე წარმავალია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გიჟები ჩემს ყურადღებას მეტისმეტად იზიდავენ ხოლმე. ეს ხალხი რაღაც ახირებული ოცნების საიდუმლო ქვეყანაში, იმ სიგიჟის სქელ ღრუბლებში ცხოვრობს, სადაც ყველაფერი, რაც კი ამ ქვეყნად უნახავთ, ჰყვარებიათ ან ჩაუდენიათ, მათთვის ისევ ახლდება, მათ წარმოდგენაში ისევ ფრთა ესხმის, მაგრამ სრულებით თავისებურად, არაფერი ემორჩილება იმ კანონებს, რომლებითაც კაცობრიობა თავისი მოქმედებისა და აზროვნების დროს ხელმძღვანელობს. მათთვის – შეუძლებელი არ არსებობს, საეჭვოს – ადგილი აღარა აქვს, ჯადოსნური – შესაძლებელია და არაბუნებრივი – სრულიად ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენაა”.
* * *
„სიყვარულის გრძნობას კანონი არ უწერია”.
* * *
„ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს”.
* * *
„როცა კაცს ეშინია, მისი გონება აღარ მუშაობს”.
* * *
„მართალი მოგახსენოთ, მე ყველაფერი მაინტერესებს: ყოველგვარი სანახაობა, ჩემს გარშემო თავმოყრილი ბრბო, ყოველივე, რაც თვალწინ ჩამივლის, ყოველივე, რაც ჩემს გარშემო ხდება”. – (ავტორი გენია.ჯი)