ჟან-ფრანსუა მილე – „ეპიზოდი”
„მე გლეხი ვარ და სხვა არაფერი, გარდა გლეხისაო”, – აცხადებდა საკუთარი პერსონის შესახებ ბარბიზონის სახვითი სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გენიალური ფრანგი მხატვარი – ჟან-ფრანსუა მილე (1814-1875 წლები). იმ პერიოდის საფრანგეთში გლეხების ცხოვრება მძიმე ფიზიკურ მუშაობასა და სიღატაკეზე გადიოდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა, რომ მილეც გლეხების შთამომავალი იყო, მის ოჯახს სხვა უამრავი გლეხის ოჯახისაგან განსხვავებით, შედარებით უფრო კარგი საყოფაცხოვრებო პირობები გააჩნდა. ამიტომაც მოახერხა მან კარგი განათლების მიღება. მათ შორის ადრეული ასაკიდანვე დაიწყო ხატვის კურსებზე სიარული. პარიზის სახვითი ხელოვნების სკოლის კურსის გავლის შემდგომ, რიგი მიზეზების გამოისობით, ჟან-ფრანსუა სიღატაკის ზღვარზე აღმოჩნდა. სწორედ რომ უკიდურესი სიდუხჭირე გახდა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მილეს პირველი მეუღლე ტუბერკულოზით დაუვადდა და ამავე დაავადების მსხვერპლად იქცა. თავს დატეხილმა ტრაგედიამ მხატვარს უდიდესი დარტყმა მიაყენა. იმისათვის, რომ ლუკმა-პური მოეპოვებინა და თავი როგორმე გაეტანა, დიდმა ფრანგმა ხელოვანმა შეკვეთების საფუძველზე პორტეტების ხატვას მიჰყო ხელი. ის კი არა და, ერთხელ მას გაჭირვებამ მეტად უცნაური სამუშაოს შესრულებაც აიძულა: მილემ დახატა ქალაქ შერბურის მერის სიკვდილისშემდგომი პორტრეტი, რომელიც მისდა სამწუხაროდ, შემკვეთმა დაიწუნა და ღარიბ მხატვარს შესრულებული სამუშაოსათვის ფული არ გადაუხადა. ყოველივე ამის შემდგომ ჟან-ფრანსუამ გადაწყვიტა ისეთი თემატიკის სურათების შექმნაზე დაეწყო მუშაობა, რომლებიც უფრო მეტად მოთხოვნადი და უფრო მეტად გაყიდვადი იყო.
მილეს-და საბედნიეროდ, მითოლოგიურ ჟანრზე გადასვლამ მას არა მხოლოდ პოპულარობა შესძინა, არამედ იგი ფინანსურადაც წელში გამართა. შემდგომში მისმა ავტორიტეტმა ისეთ სიმაღლეებსაც კი მიაღწია, რომ ჟან-ფრანსუა დიდი ამერიკელი მწერლის – მარკ ტვენის ლიტერატურული ნაწარმოების – „ცოცხალი ან მკვდარი”-ს ერთ-ერთი მთავრი მოქმედი გმირიც კი გახდა. – (ავტორი გენია.ჯი)