ამბრუაზ პარე – „ეპიზოდი”

„მე პაციენტებს ჭრილობას ვუხვევ მხოლოდ, განკურნებით კი თავად ღმერთი კურნავსო”. – ასე მოკრძალებულად აფასებდა თავის განუზომლად დიდ ღვაწლს „თამანედროვე მედიცინის მამად” წოდებული გენიალური ფრანგი ექიმი-ქირურგი – ამბრუაზ პარე (1510-1590 წლები). მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცხოვრების განმავლობაში იგი ოთხი ფრანგი მონარქის – ანრი II დე ვალუსა და მისი სამი ვაჟის – ფრანსუა მეორის, შარლ მეცხრისა და ანრი მესამის პირად ექიმს წარმოადგენდა, მას მაინც არასოდეს არ უთქვამს უარი ბევრად უფრო დაბალი სოციალური ფენის მქონე პაციენტების მკურნალობაზე. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ისიც, რომ ამბრუაზი ისეთივე თავდადებით ცდილობდა უბრალო გლეხებისა და ჯარისკაცების განბკურნებას, როგორც მეფეებისა.

ერთხელ შარლ IX დე ვალუასა და ამბრუაზ პარეს შორის გამართული მორიგი დიალოგისას, მონარქმა მედიკოსს უთხრა: „ – იმედი მაქვს, რომ ჩვენ, მეფეებს გაცილებით უკეთ გვმკურნალობ, ვიდრე ღარიბ ხალხსო”. – რაზეც ექიმმა საპასუხოდ მიუგო: „ – ეს შეუძლებელია, თქვენო უდიდებულესობავ!”

„ – რატომ?” – დაინტერესდა შარლი.

„ – იმიტომ, რომ მე ღარიბებსაც ისეთივე გულმოდგინებით ვმკურნალობ, როგორც მონარქებსო”. – სრული გულწრფელობით უპასუხა ამბრუაზმა. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობისათვის, ამბრუაზ პარე უკანასკნელ ჯერზე მამა 73 წლის ასაკში გახდა. სიცოცხლეს კი დიდი ქირურგი 80 წლის ასაკში გამოეთხოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>