ედგარ ალან პო – „ეპიზოდი”

დიდ ამერიკელ ლიტერატორს - ედგარ ალან პოს (1809-1849 წლები), თავისი პოპულარული კოლეგის – ჯეკ ლონდონის მსგავსად, ძალიან უყვარდა სპირტიანი სასმელების მოხმარება. (ავტორი გენია.ჯი) ამ უკანასკნელმა ალკოჰოლურ სასმელს გემო პირველად 5 წლის ასაკში გაუსინჯა. ასეთივე „ბედი ხვდა” წილად პოსაც. ცნობილია, რომ ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი ადრეულ ასაკში დაობლდა. ძიძა, ვისაც მომავალ მწერალზე ჰქონდა მზრუნველობა აღებული, იმის შიშით, რომ პატარა ედგარი დედამისის მსგავსად ტუბერკულოზით არ დაავადებულიყო, პოს ჯინით გაჯერებულ პურს აჭმევდა. მას შემდეგ იგი სპირტიანი სასმელების მასიური მომხმარებელი გახდა. ის კი არა და, თუკი მის ბიოგრაფებს ვერწმუნებით, ლიტერატორს ყველა თავისი ნაწარმოები – სიმთვრალეში დაუწერია. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ედგარი გამუდმებით ებრძოდა მის წარმოსახვაში მყოფ „მოჩვენებებს”. საქმე იქამდეც კი მისულა, რომ სპირტიანი სასმელების მოხმარებიდან გამოწვეული „თეთრი ციებ-ცხელების” გამოისობით იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოუთავსებიათ. „ჩემი მტრები ჩემს სიგიჟეს სიმთვრალით ხსნიან, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ არც ერთ იმათგანს არ უფიქრია აეხსნა, რის გამო ვთვრებიო”, – აღნიშნავდა მწერალი.

1849 წლის 3 ოქტომბერს ედგარ ალან პო ქუჩაში არსებულ არხში იპოვეს უგონო მდგომარეობაში. ამბობენ, მას უზომო რაოდენობით სპირტიანი სასმელი ჰქონდა მიღებული, რაც გახდა კიდეც მიზეზი მისი არხში გადავარდნისაო. არხში ჩავარდნის შედეგად მიღებულმა ტრამვებმა დიდი ლიტერატორის გარდაცვალება გამოიწვია. შედეგად, ამერიკელი მწერლის აღსასრულიც – სიმთვრალეს დაუკავშირეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>