„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ასეთია ხოლმე კაცის გუნება: ცემას გაჩუმება ურჩევნია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლის ნეტარებას და წუთისოფლის სიტკბოებას კაცი მარტო დიდი ავადმყოფობის შემდეგ გრძნობს”.
* * *
„ადამიანს ჯერ ჭამა-სმა უნდა და მერმე გონების განვითარება”.
* * *
„ხშირად, უსაზღვრო თავმოყვარეობა სხვისი დამცირებით ცდილობს თავის განდიდებას”.
* * *
„პური და ღვინო ბევრს შეაცთენს ხოლმე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უნდა იცოდე თავის შეკავება!”
* * *
„ნეტარება სიცოცხლე კი არა, საკუთარი ვალდებულების პატიოსნად აღსრულება არის!”
* * *
„ვინც თვითონ ბარბაროსია, სხვას არ უნდა უკიჟინებდეს ბარბაროსობას”.
* * *
„ხშირად მიფიქრია და დამისკვნია, რომ შებრალების ღირსი უფროა ადამიანი, ვიდრე დასჯის”.
* * *
„ღირს კი ამოდენ ტანჯვა-წვალებად ეს წუთისოფელი? ბოლო ხომ მაინც სამარეა!” – (ავტორი გენია.ჯი)