ილია რეპინი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი მხატვარი - ილია რეპინი (1844-1930 წლები), თავის რიგით მეორე მეუღლეს – ნატალია ნორდმანს 1898 წელს გაეცნო. გაცნობიდან სულ რაღაც ერთიოდე წელიწადში (1899 წელს) ნატალიათი მოხიბლულმა რეპინმა ნორდმანს 2 ჰექტარი მიწა უყიდა ფინეთის ყურის ულამაზეს სანაპიროზე განთავსებულ ხუტორში – კუოკალეში. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხანში იქ სახელოვანმა მხატვარმა სახლიც ააგო, რომელსაც მოგვიანებით ძველ რომაული მითოლოგიის მიხედვით ოთახისა და კერიის მფარველი ღმერთების – „პენატები”-ს სახელი უწოდა.
„პენატებში” ცხოვრება გარკვეული ქცევის წესებს ექვემდებარებოდა. იმ წესებს, რომელიც რეპინის მშვენიერი მეუღლის მიერ იყო დაწესებული. ცნობილია, რომ სუფრაჟისტული და ფემინისტური მსოფლმხედველობით მოსილი ნატალია ადამიანთა თანასწორობის იდეის გულმხურვალე აპოლოგეტს წარმოადგენდა. სწორედ ეს გარემოება გახლდათ მიზეზი იმისა, რომ რეპინების ოჯახს, მიუხედავად კარგი ფინანსური შესაძლებლობებისა, არც ერთი მოსამსახურე არ ჰყოლია. სახლის გარშემო კი სპეციალურ დაფებზე განთავსებული იყო შემდეგი სახის მქონე თვალშისაცემი წარწერები: „მოსამსახურე – კაცობრიობის სირცხვილია!” და „ყველაფერი თავად გააკეთეთ!”
შედეგად, „პენატებში”, სადაც კვირაში ერთხელ სტუმართათვის დაწესებული იყო „ღია კარის დღე”, თითოეული ადამიანი, მათ შორის სტუმრებიც, საკუთარ თავს თვითონ ემსახურებოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
ნატალია ნორდმანი
„პენატები”