არტურო ტოსკანინი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, გენიალური იტალიელი დირიჟორისა და მუსიკოსის – არტურო ტოსკანინის (1867-1957 წლები) დაქვემდებარებაში მყოფი სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობა ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცი მუსიკოსებისაგან იყო დაკომპლექტებული. (ავტორი გენია.ჯი) ეს კი, თავის მხრივ, დიდ ინტერესს აღძრავდა ცნობისმოყვარე ჟურნალისტებში. ერთხელ აღნიშნული საკითხის შესახებ მაესტროს ჰკითხეს, თუ რატომ არ ირიცხებოდა არასოდეს მისი მუსიკალური გუნდის შემადგენლობაში არასოდეს ქალი-მუსიკოსები, რაზედაც არტურომ ცნობისმოყვარე ჟურნალისტს შემდეგი პასუხი გასცა – „ჩემი მოსაზრებით, ქალები ძალიან შეგვიშლიდნენ ხელს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მშვენიერი გარეგნობის მქონენი იქნებოდნენ, მაშინ ჩემს მუსიკოს-მამაკაცებს შეეშლებოდათ ხელი, ხოლო თუკი შეუხედავნი იქნებოდნენ, მაშინ ჩემს მუსიკოსებზე ბევრად უფრო მე შემეშლებოდა ხელიო”. – (ავტორი გენია.ჯი)