ემენ დავითაძე წერდა…
„შეიძლება ბრძენის ჭკუა არ გქონდეს, მაგრამ ვირის მოთმინება მაინც უნდა გაგაჩნდეს, რამეთუ მოთმინებაც სიბრძნეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საქმე შედეგით ფასდება”.
* * *
„არის ორი რამ, რის წინაშეც უყოყმანოდ იხრიან ქედს: პირველი ღირსებაა, მეორე – სახელი”.
* * *
„ქალის შეურაცხყოფა კაცობა არ არის”.
* * *
„აწმყოს ფასი რომ გაიგო, წარსულიც უნდა გახსოვდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ინატრე ის, რისი პატრონობაც შეგიძლია”.
* * *
„ყველაზე ნათლად ადამიანის ღირსება სუფრის ზომიერებაში ვლინდება”.
* * *
„წყალმა ადამის შვილის გაუმაძღრობაზე კარგა ხანია ისიც დაიჩივლა: კაცს თავისი ორეული დავანახე და იმაზეც ბადე მესროლაო…”
* * *
„უბადლოა თვალით ნახულის ძალა”.
* * *
„ხარბს ყოველი ნატვრა რომ ცხადად აუხდეს, ქვეყნის ბატონობასაც არ ითაკილებს”. – (ავტორი გენია.ჯი)