„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„საზოგადოების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას თუ დავუჯერებთ, როგორი გარეწარიც და სინდისგარეცხილიც არ უნდა იყოს კაცი, რა რანგის დამნაშავე და ბოროტმოქმედიც, ერთი ადამიანური, კეთილშობილური თვისება მაინც ექნება შემორჩენილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც გამუდმებით საკუთარ ჩრდილს შეჰყურებს, ის მზის ელვარებას ვერასოდეს დაინახავს”.
* * *
„ადამიანი შეიძლება დაბერდე, ცხოვრება ჯიქანივით წვეთწვეთ გამოცალო, გონებითა და გამოცდილებით თავიც მოგქონდეს და იმ თავში ერთი მისხალის ტოლი ტვინი არ გედოს”.
* * *
„ყოველ ლამაზსა და მომხიბვლელ ქალს ერთი უკურნებელი სენი უცილობლად სჭირს – როგორც განებივრებულსა და ჭინჭყლ ბავშვს, სწორედ ის სათამაშო ესურვილება, რომელიც ან არ იყიდება, ანდა სხვის საკუთრებას წარმოადგენს”.
* * *
„ხშირად ხდება ერთი პიროვნება მეორის მიმართ გაცნობისთანავე ანტიპათიას, თითქმის სიძულვილსაც იგრძნობს, თუმცა საამისოდ არც მიზეზი აქვს და არც საბაბი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უგულისყურო ადამიანი ვერაფერს მიაღწევს”.
* * *
„ყოველივეს განმგებელი და დამმორჩილებელი ქვეყნად ერთადერთი რამ არსებობს და მას ოქრო ჰქვია”.
* * *
„გაზაფხული მხოლოდ დროთა ცვლას კი არა, ადამიანთა სურვილს, ხმობასა და გუნებაგანწყობილებასაც მოჰყავს”.
* * *
„ხშირად ადამიანს სხვისი კი არა, საკუთარი თავის თრევაც კი უჭირს”.
* * *
„გონიერი არსის სულიერ ტანჯვას ზღვარი არ გააჩნია – არც ერთ განზომილებაში”. – (ავტორი გენია.ჯი)