ნესვის მსხვერპლნი…

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, XV საუკუნეში მოღვაწე საღვთო რომის იმპერატორს – ფრიდრიხ III მშვიდობიანს განსაკუთრებით უყვარდა თურმე – ნესვი. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სწორედ ეს შესანიშნავი, არომატული ხილი იქცა საბოლოო ჯამში მისი გარდაცვალების მიზეზადაც: ფრიდრიხს უზომო რაოდენობით ნესვის ჭამამ საშინელი დიარეა (ფაღარათი) მოჰგვარა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა საღვთო რომის ძლევამოსილი იმპერატორისა, ნესვის უგემრიელესი ნაყოფის მოყვარულნი და მსხვერპლნი სხვა ცნობილი ადამიანებიც გამხდარან ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე. მაგალითად, ცნობილია, რომ განუზომელი რაოდენობით ნესვის ჭამამ იმსხვერპლა გერმანიის მეფე – ალბრეხტ II ჰაბსბურგი; რომის პაპი – კლემენტ VII; საფრანგეთის მეფის ლუი XIII-ის პირადი ექიმი – გი დე ბროსი და სახელოვანი ფრანგი დრამატურგი – ბარონ დე რუჟემონი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>