ჯეიმზ ჯოისი – „ეპიზოდი”
დიდი ირლანდიელი მწერალი და პოეტი – ჯეიმზ ჯოისი (1882-1941 წლები), თავის უზარმაზარი მოცულობის მქონე წიგნებს ყოველ ჯერზე დიდი მოცულობისავე ცისფერი ფანქრების გამოყენებით წერდა. ამ დროს იგი სავარძელზე წვებოდა ხოლმე და ხელნაწერ ფურცლებზე, რომლებიც მუცელზე ჰქონდა შემოდებული, წერას იწყებდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამა თუ იმ ნაწარმოებზე მუშაობის პროცესში მას ყოველთვის თეთრი ფერის ქურთუკი ემოსა თან. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ეს გამოწვეული გახლდათ ჯეიმზის ერთობ სუსტი მხედველობიდან გამომდინარე. 1930-იან წლებში ლიტერატორმა რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა თვალებზე, თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთ ოპერაციას ეფექტური შედეგი არ მოჰყოლია. ის კი არა და, ჯოისი ლამის იყო დაბრმავდა კიდეც. ფანქარი უფრო მარტივად დასანახი რომ ყოფილიყო, ამისათვის იგი დიდი ზომის ფანქრებს ხმარობდა წერის დროს, თეთრი ქურთუკი კი, როგორც ცნობილია, კარგად აჩენს სინათლის შუქს, რაც ასე სჭირდებოდა მის სუსტ მხედველობას. – (ავტორი გენია.ჯი)