იცით თუ არა, რომ?!

1. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – რონალდ რეიგანი, თავდაპირველად „მაშველად” მუშაობდა. აღნიშნულ სამუშაოს იგი 6 წლის მანძილზე ეწეოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში – 77 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. აპტოფობია – თვალების გახელის შიშია.

* * *

3. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე დაფიქსირებულა +15 გრადუს-ცელსიუსია.

* * *

4. ადრეული ეპოქების საქართველოში – „მცნეული კაციაო”, იმ ადამიანზე იტყოდნენ ხოლმე, ვისაც ყოვლისმცოდნედ და ყოვლის გამგებად მიიჩნევდნენ. ეს სიტყვა ღირსეულსა და დიდბუნებოვან, ქვეყნის საპატრონოდ გაჩენილ კაცზე ითქმოდა.

* * *

5. მეცნიერთა მტკიცებით, ადამიანის გონებრივი მუშაობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით, ხოლო იანვრიდან მარტის ჩათვლით იგი კლებულობს.

* * *

6. „ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემმართებელნი და ძლიერნი, და არა სულგრძელნი”. – ასე დაახასიათა XVIII საუკუნეში მოღვაწე დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა და გეოგრაფმა – ვახუში ბატონიშვილმა იმერლები.

* * *

7. ნიდერლანდებში კარაქს ძირითადად – ექსპორტისათვის ამზადებენ, თავად კი მარგარინს მოიხმარენ საკვებ პროდუქტად.

* * *

8. ჟანგბადის შემდეგ, „სიცოცხლის წყაროდ” წოდებული – წყალი ყველაზე მოთხოვნადი რამ არის ადამიანისათვის.

* * *

9. გენიალური რუსი ქიმიკოსი და ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორი – დიმიტრი მენდელეევი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სკოლაში სწავლის ჟამს ქიმიაში ერთობ დაბალ ნიშანზე – 3-ზე სწავლობდა.

* * *

10. ლომს – 30 კბილი აქვს პირის ღრუში განთავსებული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>