ალფრედ ნობელი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი შვედი ქიმიკოსი, გამომგონებელი და ფილანთროპი – ალფრედ ნობელი (1833-1896 წლები), ვინაც ერთობ მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული, გარკვეული ხნის განმავლობაში ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მის კალამს რამდენიმე რომანი, ლექსების კრებული და პიესები მიეკუთვნება, თუმცა მათ უდიდეს ნაწილს დღის სინათლე არასოდეს უნახავს. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, არც არასოდეს არ გამოქვეყნებულა. დღეისათვის ცნობილია ალფრედის მიერ დაწერილი ერთადერთი ლიტერატურული ნაწარმოები, პიესა სახელწოდებით – „ნემეზისი”, რომელიც თავის მხრივ, სილამაზითა და სიმამაცით სახელგანთქმულ ძველ რომაელ არისტოკრატ, შურისმაძიებელ ქალზე – ბეატრიჩე ჩენჩიზე მოგვითხრობს. მამისმკვლელ ქალზე დაწერილი პიესა იმთავითვე მოექცა რომის კათოლიკური ეკლესიის მხრიდან მძაფრი კრიტიკის ქვეშ, რის გამოც პრაქტიკულად მთელი ტირაჟი გამოსაქვეყნებელი წიგნებისა, გარდა სამი ეგზემპლარისა, განადგურებული იქნა ავტორის გარდაცვალების შემდგომ. – (ავტორი გენია.ჯი)