შალვა ფორჩხიძე – „ია”

შენ გაგივლია აქ ამ ბილიკზე

და შეგინიშნავს პატარა ია…

ის ცისფერ თვალით ახლა მე მიმზერს,

ალბათ მე მოველ აქ ცოტა გვიან!

* * *

და ეს რას ნიშნავს, მე არ ვიცი,

ან მას რა ჰქვია?

აქ რომ უშენოდ ხენი ტოტებს

მიწაზე ხრიან…

კომენტარის დატოვება