ედგარ ალან პოს შესახებ…
„თანამედროვე მისტიკის მამად” წოდებული დიდი ამერიკელი მწერლისა და პოეტის – ედგარ ალან პოს (1809-1849 წლები) ცხოვრება განუზომელი ტკივილითა და ტანჯვით იყო აღსავსე. თავისი პირველი ლიტერატურული ქმნილება ამ გამოუცნობმა კაცმა ანონიმურად გამოაქვეყნდა 1832 წელს. (ავტორი გენია.ჯი) მისმა შემდგომმა ნაწარმოებებმა მკითხველში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან მათი სიუჟეტები გაჯერებული იყვნენ ზებუნებრივი მოვლენებით, რომლებიც თავის მხრივ, დაკავშირებული იყვნენ სიკვდილთან და სიცოცხლესთან, ან კიდევ სიკვდილის შემდგომ სიცოცხლესთან. შედეგად, ედგარ ალან პოს შესახებ ხალხში დამკვიდრდა აზრი იმის შესახებ, თითქოსდა მწერალი შეშელილი, ნარკომანი და ალკოჰოლიკი იყო. პირველი, ვინაც პოს რეპუტაციას სერიოზული ჩრდილი მიაყენა, ცნობილი ამერიკელი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი – რუფუს უილმოტ გრიზვოლდი გახლდათ. მან 1850 წელს გამოსცა მემუარები, სახელწოდებით – „ავტორი”, სადაც იგი ამტკიცებდა, რომ ედგარი – ჭკუაზე შერყეული ადამიანი იყო (აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ გრიზვოლდის მემუარები შეიცავს უამრავ ცრუ ინფორმაციას). მიუხედავად ამისა, რუფუსის მიერ აღნიშნულ ქმნილებაში მოყვანილი ცრუ ინფორმაციები გახლდათ ერთადერთი წყარო, რაც წარმოდგენას უქმნიდა ასე თუ ისე პუბლიკას ამერიკელი მწერლის პერსონის შესახებ.
სინამდვილეში კი, არაჩვეულებრივი ინტელექტის მფლობელმა, თუმცა კი უზომოდ მელანქილიულმა პომ ალკოჰოლის მასიურად მოხმარებას მეუღლის – ვირჯინია კლემის გარდაცვალების შემდგომ მიჰყო ხელი 38 წლის ასაკში. ამბობენ, რომ იგი სამსახურშიაც კი მთვრალი დადიოდაო. სიმთვრალეში ედგარს ისტერიკაში ჩავარდნა ახასიათებდა, რაც გარშემომყოფთ დიდად ზაფრავდა ხოლმე. პოს ერთ-ერთი ბიოგრაფი – მვერტონ იუდეილი ირწმუნებოდა, რომ მწერლის გონება სრულად იყო დაკავებული წარსულში თავს გადახდენილი ტრაგიკული მოვლენებით და იმისათვის, რომ იგი რეალობას გაქცეოდა, ალკოჰოლში ჰპოვებდა თავდავიწყებასო.
მარტოხელა ამერიკელ გენიოსს არ ჰყავდა მეგობრები. მეგობრები, რომელთაც შეეძლოთ, აქტიურ საზოგადოებრიც ცხოვრებაში ჩაერთოთ ის. ერთადერთი უახლოესი მეგობარი მან ბავშვობის ასაკში დაკარგა. ამიტომაც ათევდა ედგარი ხშირად ღამეებს მის საფლავზე, რამაც თავის მხრივ, მწერლის ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია.
1849 წლის 7 ოქტომბერს ედგარ ალან პო სრულ მარტოობაში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონია ცუდი ამინდის გამოისობით სულ რაღაც სამიოდე წუთს გაგრძელდა. მწერლის ცხედარი იაფფასიან კუბოში განისვენებდა. შემდგომში „მისტიკის მეფედ” წოდებული ლიტერატორი დაკრძალული იქნა სასაფლაოს ერთ-ერთ მივარდნილ მონაკვეთზე. არავის შეუწუხებია თავი მის საფლავზე დაედგა საფლავის ქვაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)
რუფუს გრიზვოლდი