ოტია იოსელიანი წერდა…
„მე ნამეტანი გულის მოსვლა ვიცი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერს არ ჰქვია თავისი სახელი”.
* * *
„ვისაც არ მოსწყურებია – მისთვის წყალი უბრალო, უფერული სითხეა; ვისაც არ ჰყვარებია, იმას არც უმღერია; ვისაც არ სტკენია – მას სიხარულის გაგება გაუჭირდება; ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის”.
* * *
„ტკივილი ყველას სამყოფადა აქვს”.
* * *
„ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე, რაც არ იყო, რას გამოძებნი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუ გაგიკვირდებათ, თუ ასე ხმამაღლა და თავგამოდებით ვყვირივარ”.
* * *
„ადამიანს მოულოდნელობა ხიბლავს”.
* * *
„მე ცხოვრების ღრმა, საფუძვლიანი ცოდნის სკოლა დავამთავრე”.
* * *
„ლეღვზე ამბობენ, ცოდვილიანი ხეაო, მაგრამ ლეღვი მე ცოდვილს, ძალიან მიყვარს”.
* * *
„გავრბივარ და ვეძებ სადმე ადგილს, ყურეს, სოფელს – ქვეყანას, რომელიც ღვთისნიერი ადამიანებით იქნება დასახლებული, სადაც რასაც აკეთებენ, იციან რატომ აკეთებენ, სადაც რაც უყვართ, ყელს არ გამოსჭრიან, სადაც სისხლს არ დაღვრიან, არ მოკლავენ და მკვდარს მდუღარეში არ ჩახარშავენ…” – (ავტორი გენია.ჯი)