იულიუს კეისარი – „ეპიზოდი”

ძველი რომის ლეგენდად ქცეული მმართველი – გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები) რამდენიმეჯერ გამოვიდა სასამართლო პროცესზე ბრალმდებლის როლში მისთვის მიუღებელი პერსონების წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ძვ.წ.აღ-ით 77 წელს ერთ-ერთმა უდიდესმა ძველ რომაელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და გამოძალვაში ბრალი დასდო ცნობილ რომაელ პრეტორს – გნეუს კორნელიუს დოლაბელას. კეისრის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა მჭერმეტყველურად კი ჟღერდა, მაგრამ მასში მოყვანილი ფაქტები არადამაჯერებელი იყო. შედეგად, სასამართლომ ბრალდებული გაამართლა.

გარდა ბრალმდებლის ფუნქციისა, იულიუსმა ადვოკატის მანტიაც მოისხაა. თუმცა ბრალმდებლის როლში წარდგომის მსგავსად, ესეც წარუმატებელი შედეგით დასრულდა. კეისარი ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე გავლენიან ნუმიდიელ დიდებულს – მასინტას იცავდა. კეისარს მარტო ორატორული ნიჭი არ ეყო თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის გასამართლებლად. შედეგად, გავლენიანი ნუმიდიელი დიდებული სასამართლომ – დამნაშვედ სცნო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>