ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი – „ეპიზოდი”
სარეკლამო პოსტერის გენიალური ოსტატი, დიდი ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი - ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი (1864-1901 წლები), საროსკიპოებისა არ იყოს, ალკოჰოლსაც ერთობ დიდ პატივს სდებდა და საკმაოდ ხშირად მოიხმარდა მას. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ სპირტიანი სასმელების მოყვარული ხელოვანი მუდმივად ატარებდა თან ლერწმისაგან დამზადებულ ხელჯოხს, რომლის შიგთავშიაც მუდმივად ესხა ერთ ლიტრამდე რაოდენობის ბრენდი პირადი მოხმარებისთვის. ცნობილია ისიც, რომ ლოტრეკს ძალიან უყვარდა ხმაურიანი კამპანიები, სადაც ხშირად მიმტანის ფუნქციასაც ასრულებდა. რამდენიმე ხანში, ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ მხატვარს ჯანსაღი აზროვნების უნარი წაართვა. შედეგად, იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოხვდა, რომელიც 3 თვიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ დატოვა.
მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, ანრიმ ფსიქიატრიული კლინიკიდან გაწერიდან რამდენიმე ხანში კვლავაც ძველებური ცხოვრების ყაიდას მიჰყო ხელი, რითაც კიდევ უფრო გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა თავისი დაავადებათა დიაგნოზები. ერთ-ერთ დიაგნოზად მას ექიმებმა ნეიროსიფილისიც კი დაუსვეს. ალბათ ამიტომაც იცოცხლა ლოტრეკმა ესოდენ ცოტა ხანს ამ ქვეყნად. იგი სულ რაღაც 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისათვის, ლოტრეკის სახელთან ასოცირდება ისეთი პოპულარული კოქტეილის ავტორობა, როგორიც გახლავთ კოქტეილი – „მიწისძვრა”. – (ავტორი გენია.ჯი)