ლაიმენ ფრენკ ბაუმი – „ეპიზოდი”
ამერიკელმა მწერალმა – ლაიმენ ფრენკ ბაუმმა (1856-1919 წლები), როგორც დიდმა ლიტერატორმა, სახელი განსაკუთრებით გაითქვა რომანების სერიით – „ოზის საოცარი ჯადოქარი”. თუმცა იქამდე, სანამ იგი თავისი ლიტერატურული კარიერის პიკს უწევდა და დიდების ზენიტში აღმოჩნდებოდა, მწერალს მრავალი უსიამოვნო მოვლენასთან მოუხდა შეჯახება. ჯერ იყო და, ჩარლზ დიკენსის შემოქმედების მოტრფიალე ბრაუნმა შემოსავლის წყარო – საოჯახო ბიზნესი დაკარგა. ამას თან დაერთო ხანძარი, რომელმაც იმ თეატრალური ქონების განადგურება გამოიწვია, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენდა. უსიამოვნებებს თან ტრაგედიაც დაემატა: ლაიმენს მამა გარდაეცვალა. შექმნილმა პრობლემებმა ლიტერატორი აიძულა უცხო მხარეში გადახვეწილიყო, გაქცეულიყო…
და მაინც, მიუხედავად ყოველივე ამისა, გულის თანდაყოლილი დაავადების მატარებელმა ლაიმენ ფრენკ ბაუმმა ისეთი ლეგენდად ქცეული საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, როგორებიც არიან – ლუის კეროლი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი და ალან მილნი. მისი შემოქმედების განსაკუთრებული თაყვანისმცემელი გახლდათ დიდი ამერიკელი მწერალი – რეი ბრედბერი, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.
ბაუმმა ლიტერატურულ ასპარეზზე სულ 24 წელიწადი იმოღვაწა. ამ ხნის განმავლობაში მისი ბიბლიოგრაფია შეივსო 14 რომანით ოზის ქვეყნის შესახებ, 41 ნაწარმოები სხვა პერსონაჟების მონაწილეობით, 83 მოთხრობით, 200 ლექსითა და 42 სცენარით თეატრისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)