ამონარიდები ლევან გოთუას ისტორიული ჟანრის მოთხრობებიდან…

„საკვირველი ხალხია გურჯები: მუშაობენ – მღერიან, იბრძვიან – მღერიან, ქორწილი აქვთ – მღერიან, კვდებიან და მაინც მღერიან! ან დიდი ჭკუისაგან სჭირთ ეს, ან დიდი უჭკუობისაგან!” – (უგზო ქარავანი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველა ყველას მსაჯული რომ არის, ამიტომ აირია ჩვენი ქვეყანა!” – (გედიყარის გაზაფხული)

* * *

„დახუჭული თვალებით თურმე რამდენი რამის დანახვა შეიძლება”. – (გარეჯულა)

* * *

„ – კაცად კაცმა ისე უნდა გავლო სავალი, ბოლოს არსად შეგრცხვეს, და თავიდან რომ მოგიხდეს დაწყება, ისევ ის გზა ირჩიო, ისევ ის!” – (უგზო ქარავანი)

* * *

„ – ქვეყნად ყველაფერი არ იყიდება! არც ყველაფრის პატიება შეიძლება!” – (გედიყარის გაზაფხული) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მონღოლობას კიდევ გავუძლებთ, სულ უმეფობასაც… მაგრამ ეროვნულ შეუგნებლობას კი ვეღარ!” – (გარეჯულა)

* * *

„დიდ სიბრძნეს ზოგი თავში გაიგებს, ზოგი ბოლოს…” – (უგზო ქარავანი)

* * *

„ძალა აღმართს ხნავს, თორემ ძმობას კი ვერ შლის!” – (გედიყარის გაზაფხული)

* * *

„მამა – სულიერ მამასაც უნდა ნიშნავდეს ერთად!” – (გარეჯულა)

* * *

„ჰო-ჰო, რამდენი ჭუჭყი და ჭინჭარია ცხოვრებაში!” – (წიწამურის მიწა) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება