ოტია იოსელიანი – „ეპიზოდი”
საქართველოზე უსაშველოდ შეყვარებული დიდი ქართველი ლიტერატორი – ოტია იოსელიანი (1930-2011 წლები) ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტიდან ისე წამოვიდა თავისი ნებით, რომ პირველი კურსიც კი არ გაუვლია სრულყოფილად. „მაშინ გული სხვაგან მიმიწევდაო”, – წერდა მოგვიანებით იმერული დიალექტიკის დიდოსტატი მწერალი. (ავტორი გენია.ჯი) მხატვრობა – აი, სად მიუწევდა გული უკვე დაცოლშვიალინებულ ოტიას. ამიტომაც შეეცადა იგი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას. გამოცდაზე გასულმა პროვინციელმა საგამოცდო საბჭოს წევრები ბევრი აცინა თავისი ოხუნჯობებით. ბოლოს საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა აბიტურიენტს უთხრა: „ – ბიძია, ვინა ხარ, ვის დაკარგვიხარ, გეტყობა, სადღაც მიკარგული სოფლიდან ჩამოსულხარო.
- სოფლიდან ჩამოვედი, აბა ციდან ხომ არ უნდა ჩამოვარდნილიყავიო!” – შეუღრინა შეურაცხყოფილმა ოტიამ მას.
- მაგისთანა ხდება… უარეს გეტყვი… მაგალითად, ოპერის „გუნდში” თვით შალიაპინი არ მიიღეს.
- რომელი, ღონიერი სიმღერა რომ იცოდა, ის შალიაპინი? – გაკვირვებისაგან პირი დააღო ერუდირებულმა ოტიამ.
- ჰო, ის. მაქსიმ გორკი მიიღეს და შალიაპინი პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს.
- მაქსიმ გორკი? – გაკვირვებისაგან სულ ყბა მოენგრა იოსელიანს.
- ჰო, მაქსიმ გორკი. – უპასუხა საგამოცდო საბჭოს წევრმა ოტიას და შეატყო რა, მას სახეზე განსაკუთრებული განცვიფრება, აბიტურიენტს დამრიგებლური კილოთი მიმართა:
„ – მაგ პირი დამუწე, ბიძია, თუ არა, რამდენ უცნაურობას გაიგონებ ცხოვრებაში იმდენი თუ ყბა მოგენგრა, მაგ ღრანჭი მთლიანად მოგძვრება და შენ რომ ცხვირ-პირის პატრონი ხარ, შენს გაჭირვებას კიდევ უფრო ეს უნდა?” – (ავტორი გენია.ჯი)