Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ძალიან უჭირს სიბერესთან ჭიდილი და შეგუება ადამიანს. მას თავდაპირველად ვერ წარმოუდგენია, რომ დადგება დრო, როცა საკუთარი თავის ზიდვა და გამკლავება აღარ შეეძლება, სხვისი ხელების შემყურე უნდა იყოს, სხვების მოიმედე უნდა დარჩეს, თუ როდის გაიხსენებენ, თუ როდის გაიღებენ მოწყალებას და მიაწვდიან საკვებს და წყალს. როცა ფიქრობს, რომ შეიძლება საწოლს მიეჯაჭვოს და მერე ადვილი შესაძლებელია აკვნის ბავშვივით ჩაისველოს, ასეთ დროს წინასწარ ეზიზღება საკუთარი თავი და იმ დღის დადგომას წინასწარ წყევლის”.