დავით კვიცარიძე წერდა…
„ღმერთი ვერაფერს გირჩევს, საკუთარი სინდისისა და კაცობის იმედი უნდა გქონდეს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მიწაზე ფორთხვა არაკაცის საქმეა”.
* * *
„უსაქმურობა კაცს უბედურებას შეჰყრის…”
* * *
„პატიოსანი კაცის საშველი არ ყოფილა და არც იქნება”.
* * *
„თანამდებობის პირი პატარა შეცდომას ვერ დაუშვებს, რა გინდ უმნიშვნელოც არ უნდა იყოს მისი შეცდომა, მაინც თავისთავად გამოდის დიდი. თანამდებობის პირი შეიძლება ძალზე პატარა ადამიანი იყოს, მაგრამ შეცდომას დიდს უშვებდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერი გამიგონია, მაგრამ ასეთი ქრისტიანობა არ მწამს… კაცს შუა-ღამით ქუჩაში დაგხვდნენ, სასიკვდილოდ გაგიმეტონ და შენ მის გადასარჩენად თავი არ დაზოგო?”
* * *
„დამარცხდი? ბოლოს და ბოლოს გატყდი? თავი დაღუნე? ძნელია ასე სიცოცხლე, ძალიან ძნელია, ძნელი კი არა და, შეუძლებელია…”
* * *
„ყველაფერს დრო უნდა”.
* * *
„კაცი რომ კაცს სასიკვდილოდ გაიმეტებს, იმის დანდობა დანაშაულია”.
* * *
„ახლა ძალაზეა ყველაფერი”. – (ავტორი გენია.ჯი)