ელენ ვუდი
ელენ ვუდი - დაიბადა 1814 წლის 17 იანვარს ვუსტერში (ინგლისი).იგი გახლდათ გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ქალი,ავტორი დეტექტივებისა და რომანებისა.ელენმა მისი მოღვაწეობის მანძილზე 30-ზე მეტი წიგნი დაწერა,თუმცა სახელი მას გაუთქვა ყველასათვის ცნობილმა რომანმა: “ისტ-ლინი”.ელენი დაიბადა ხელთათმანებით მოვაჭრის ოჯახში. (ავტორი გენია.ჯი) შვიდ წლის ასაკამდე ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა.ამ პეროიდში მისი მთავარი “კომპანიონები” იყვნენ მოსამსახურეები,რომლებიც მას უამრავ თხზულებებს უყვებოდნენ ადგილობრივი ისტორიის შესახებ,რამაც მის შემდგომ შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა.მრავალი მათ მიერ მოყოლილი თხზულება,მოგვიანებით მწერალმა თავის ნაწარმოებში აღწერა,მაგალითად: “მისის ჰალიბიორტონის უსიამოვნებები”.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ ბავშვობიდან ელენს “ხერხემლის გამრუდება” ტანჯავდა,რის გამოც მას გადაადგილება უჭირდა და სპეციალურად მისთვის დამზადებული ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა.უმეტეს დროს ელენი სწორედ აღნიშნულ ეტლში მჯდომიარე ატარებდა.21 წლის ასაკში იგი დაქორწინდა ჰენრი ვუდზე და მიუხედავად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა მას ხუთი შვილი შეეძინა.ერთი პერიოდი ოჯახი საფრანგეთში ცხოვრობდა,თუმცა მალევე ინგლისში ბრუნდებიან და ლონდონის ახლოს სახლდებიან.ამავე პერიოდში ოჯახს ფინანსური პრობლემები უჩნდება.სრულიად შემთხვევით ელენი ერთ-ერთ გაზეთში აღმოაჩენს განცხადებას,სადაც ეწერა,რომ ტარდებოდა კონკურსი საუკეთესო რომანის გამოვლენაზე,განარჯვებული ავტორი კი დასაჩუქრდებოდა 100 ფუნტით. (ავტორი გენია.ჯი) რომანის თემა უნდა ყოფილიყო სიკვდილიანობა და შობადობა.ელენი მალევე წერს რომანს “დეინსბერის სახლი”,რომელმაც მთავარი პრიზი დაიმსახურა.მალევე იგი იწყებს თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნებას,თუმცა არა თავის სახელით.1861 წელს კი გამოქვეყნდა მის მიერ დაწერილი საუკეთესო რომანი “ისტ-ლინი”,თუმცა აღნიშნული ნაწარმოები არც ერთმა საგმომცემლო სახლმა არ დაბეჭდა გარდა გამომცემლობა: “Bentley”-სა.აღნიშნულმა რომანმა ელენს უდიდესი წარმატება მოუტანა და მხოლოდ ინგლისში რომანის ტირაჟმა 200,000-ს გადააჭარბა.მან თავისი მოღვაწეობის პერიოდში დაწერა 30 რომანი და 100-მდე თხზულება და იგი გახდა “სერიალების დეტექტიური ჟანრის” ფუძემდებელი.ელენ ვუდი გარდაიცვალა 1887 წლის 10 თებერვალს ლონდონში. (ავტორი გენია.ჯი)