Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ჩვენ პერსონაჟები ვართ რომელიღაც ნაწარმოებიდან. ყველაფერი ავტორზეა დამოკიდებული. ჩვენი ხასიათიც, ჩვენი გარეგნობაც; ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა… ავტორია ჩვენი უფალი. ჩვენ ვიბადებით ამა და ამ გვერდზე, გვეძლევა ასეთი და ასეთი გარეგნობა და ესა და ეს სახელი (ზოგი უსახელოდ რჩება). და აზრი არა აქვს იმაზე ფიქრს, თუ რას მოვიმოქმედებთ, რადგან ვერაფერს მოვიმოქმედებთ, გარდა იმისა, რასაც ავტორი მოგვამოქმედებინებს. მაშინაც კი, როცა ამ გარდაუვალ უმწეობას შევიცნობთ და ამბოხებას დავაპირებთ, ეს ამბოხებაც ავტორის ნება-სურვილით მოხდება. შესაძლებელია, სადღაც შუა ნაწარმოებში რომელიმე ჩვენგანი არ მოეწონოს და უბრალოდ ხაზი გადაუსვას, ან სქოლიოში ჩაგვიტანოს, ზოგი სქოლიოში ვართ, ზოგი – სათაურში. ვინც სათაურშია, ის მსხვილი შრიფტითაა გამოყოფილი. ყველაფერი ავტორის ნებაა, ყველა სადავე მას უპყრია ხელთ”.