ოტია იოსელიანი წერდა…
„ცხოველთა უმრავლესობა ტყვეობაში კვდება, ფრინველი თუ პატარაობიდანვე გალიაში არ გაზარდე, უეჭველად დაიღუპება. ადამიანი კი ძლებს, ძლებს, როგორ უხეშადაც არ უნდა მოექცე, ძლებს მშიერ-მწყურვალი, შეურაცხყოფილი და შეგინებული”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენადაც დასასრული არ ჩანს, იმდენად მძიმეა მოლოდინი”.
* * *
„აიკვიატებენ რაღაცას და მერე მთელი ცხოვრება უნდა გადააყოლონ”.
* * *
„ახლანდელი ომი წიგნებში ჩაწერილი ომი არაა. ახლა იბრძვიან უღმერთოთ, უსინდისოდ, ძმას აკლევინებენ ძმას და მამას – შვილს. თვით ეშმაკმაც არ იცის, ვინ ვის სად მოახელებს და რით ამოხდის სულს”.
* * *
„არის სასწაულები, რასაც ვერ ახსნი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მტერი მოუხერხებელი და უნიათოც თავზარდამცემია, როცა შენსკენ აქვს მომართული თოფის ლულა და რამდენადაც მოიწვდომელსა და შეუძლებელს გააკეთებს, მით უფრო ამაზრზენია”.
* * *
„ადამიანი სანამ უბედურებას თავისი თვალით არ ნახავს, იმედს არ კარგავს”.
* * *
„სიცოცხლე ნამეტანი ძვირად ფასობდა ყოველთვის”.
* * *
„მართალ სიტყვას მონატრებული ვარ”.
* * *
„ერთმანეთის ღრენაში მე არაფერი მომწიოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)